logo_geo
eng_logo
პალესტინის პრეზიდენტის სატელევიზიო სადგურზე თავდასხმა განხორციელდა
- +

6 იანვარი. 2019. 01:27

 

 

 

პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის სატელევიზიო სადგურზე თავდასხმა განხორციელდა. "ჰამასმა" ხუთი ბრალდებული დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

ოფიციალური გამოძიების ცნობით, თავდამსხმელებმა ღაზაში მდებარე სადგურზე გატეხეს კამერები, მონტაჟისა და ოფისისთვის საჭირო ტექნიკა.

 

„ჰამასის“ განცხადებით, ხუთივე ეჭვმიტანილი პალესტინის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომელია. პალესტინის ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner