პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის სატელევიზიო სადგურზე თავდასხმა განხორციელდა. "ჰამასმა" ხუთი ბრალდებული დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ოფიციალური გამოძიების ცნობით, თავდამსხმელებმა ღაზაში მდებარე სადგურზე გატეხეს კამერები, მონტაჟისა და ოფისისთვის საჭირო ტექნიკა.
„ჰამასის“ განცხადებით, ხუთივე ეჭვმიტანილი პალესტინის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომელია. პალესტინის ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.