logo_geo
eng_logo
„გაზპრომი“ ევროპისთვის გაზის მიწოდებას შავი ზღვის გავლით დაიწყებს
- +

25 თებერვალი. 2016. 11:05


რუსული „გაზპრომი" ევროპისთვის გაზის მიწოდებას შავი ზღვის გავლით დაიწყებს.

„გაზპრომმა" შესაბამისი მემორანდუმი იტალიურ კომპანია „Edison SPA"-სა და ბერძნულ „DEPA SA"-სთან გააფორმა.


მემორანდუმის თანახმად, გაზის მიწოდება შავი ზღვის გავლით საბერძნეთში, შემდეგ კი იტალიაში განხორციელდება.


პროექტის მიზანი „ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის სამხრეთის მარშრუტის ორგანიზებაა".



ბერძნული მხარის განცხადებით, ახალი პროექტი „ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გააძლიერებს".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner