logo_geo
eng_logo
შსს-ს ვიდეომასალა - მამა ბასილის ცხედარი წყლიდან ამოასვენეს
- +

22 მაისი. 2016. 11:26


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა და ცხედარი წყლიდან ამოიღეს. შსს შესაბამის ვიდეომასალას და ინფორმაციას ავრცელებს.


„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, რამდენიმე დღის წინ მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანა და ცხედარი იპოვეს და წყლიდან ამოიღეს.

 

შემთხვევა 17 მაისს, გამთენიისას, თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ოპერატიულად - შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიწყეს.

 

მდინარე მტკვრის ძლიერი დინებისა და რთული რელიეფური პირობების მიუხედავად, მაშველებმა, თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაკარგული "ოპელის" მარკის ავტომობილისა და მისი მძღოლის ცხედარს მიაკვლიეს და წყლიდან ამოღება შეძლეს.

 

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა საგამოძიებო სამსახური გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - აცხადებენ შსს-ში.


შს სამინისტროში გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ამ ეტაპზე, არაფერს ამბობენ. თუმცა, ცნობილია, რომ ნაპოვნი ავტომანქანა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელ-მონაზონ მამა ბასილის (კორტავას) ეკუთვნოდა და ავტომობილში სწორედ მისი ცხედარია ნაპოვნი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner