კატარის პრინცესა შეიხა ბინთ ჰამად ალთჰანი ბათუმის მერს გიორგი ერმაკოვს შეხვდა.
შეიხა გაეროს მშვიდობის ელჩი და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „სატუკის" პრეზიდენტია. ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნებში სპორტის განვითარებასა და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ჩართვას სპორტულ სახეობებში.
კატარის პრინცესა საქართველოში კარატეს ეროვნული ფედერაციის მოწვევით იმყოფება.
ის ბათუმში დაგეგმილ საბრძოლო ხელოვნების ფესტივალს საპატიო სტუმრის რანგში დაესწრება.
კატარის პრინცესას ბინთ ჰამად ალთჰანის ვიზიტის გასაშუქებლად ბათუმში ტელეკომპანია „ალ ჯაზირას" ჟურნალისტებიც იმყოფებიან.