logo_geo
eng_logo
ჩინეთის მოსახლეობა 2029 წელს 1.44 მილიარდი იქნება
- +

6 იანვარი. 2019. 19:53

 

ჩინეთში მოქალაქეთა რაოდენობა პიკს 2029 წელს მიაღწევს და მისი რაოდენობა 1,44 მილიარდ იქნება. ეს იქნება მაქსიმუმი, რომლის შემდეგაც სპეციალისტების მოსაზრებით მოსახლეობის რაოდენობის შეუქცევადი კლება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის კვლევა ამბობს, რომ ქვეყანაში აუცილებელია პოლიტიკის დაგეგმვა, რომელიც მიმართული იქნება ცოტა სამუშაო ძალისა და ქვეყნის ასაკოვანი მოქალაქეების პრობლემის გადასაჭრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩინეთში არახელსაყრელი სოციალური და ეკონომიკური გარემო შეიქმნება.

 

დღეის მონაცემებით, ჩინეთის მოსახლეობა 1.41 მილიარდია. 2015 წელს ჩინეთმა დაასრულა ოჯახში ერთი ბავშვის ყოლის პრინციპის გამოყენება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი შუა ხნის და ასაკოვანი ადამიანებისგან შედგებოდა უკვე.

 

21-ე საუკუნის შუა პერიოდისთვის ვარაუდობენ, რომ ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად დაიკლებს და 1.36 მილიარდზე ჩამოვა - ეს ეკონომიკისთვის ნიშნავს, რომ სამუშაო ძალა დაახლოებით 200 მილიონით შემცირდება.

 

ამასთან, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ 2018 წელს ჩინეთში დაბადებული ბავშვების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 2,5 მილიონით შემცირდა.

 

თუ შობადობის მაჩვენებელი ისეთი შენარჩუნდება როგორიც ახლაა, უკვე 2065 წლისთვის ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობა 1.17 მილიარდამდე იქნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner