„ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი მეთაური ჯამალ ალ-ბადავი, რომელიც იემენში 2000 წელს აშშ-ის სარაკეტო განამადგურებელზე განხორციელებული ტერორისტული აქტის ერთ-ერთი ავტორია, აშშ-ის საჰაერო ავიაიერიშების დროს დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაადასუტრა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკელმა სამხედროებმა დაღუპული გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ სამართლიანობა აღასრულეს.
აშშ-ის თავდაცვის უწყებების განცხადებით, წინასწარ დაგეგმილი იერიში გასულ სამშაბათს დრონის დახმარებით, იემენის დედაქალაქში განხორციელდა. იერიშის დროს ალ-ბადავი დაიღუპა.
2000 წელს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, 2003 წელს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ჯამალ ალ-ბადავი დამნაშავედ ცნო, FBI-მ კი მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.