logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: კედელთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავალ
- +

7 იანვარი. 2019. 01:25

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებს კომპრომისზე წასვლას და მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დაემუქრა.

 

შუალედური არჩევნების შედეგად სენატში უმრავლესობას ახლა დემოკრატები წარმოადგენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობაზე ტრამპისა და მისი გუნდის მხარდაჭერილი დოკუმენტის დამტკიცება, სავარაუდოდ, ისევ ვერ მოხერხდება.

 

კედლის მშენებლობის დაფინანსების საკითხი თეთრ სახლსა და კონგრესს შორის კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 22 დეკემბერს შეაჩერა და კვლავ უცნობია, თუ როდის განაახლებენ მუშაობას სახელმწიფო უწყებები.

 

დონალდ ტრამპი, რომელმაც ნებისმიერ გარიგებას ხელი უნდა მოაწეროს, მექსიკასთან დამცავი კედლის დასაფინანსებლად $5 მილიარდს ითხოვს, რასაც „დემოკრატები“ ეწინააღმდეგებიან.

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეწყვეტას ინგლისურად shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner