ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საჩივარი არ განიხილა. მიზეზი გახდა ის, რომ საჩივარი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო წარდგენილი.
საჩივანი ცესკოს 21 მაისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა წარუდგინა, სადაც დაყენებული იყო მოთხოვნა წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის 20 მაისის განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, თუმცა, ის ცესკომ დღევანდელ სხდომაზე არ განიხილა.
თავის მხრივ, წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება გადასატანი ყუთის სიიდან 3%-ზე მეტი ამომრჩევლის ამოღებას შეეხებოდა.
„კანონმდებლობაში დეტალურად არის აღწერილი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შევიდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა მონაცემები და რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში მსგავსი ტიპის ამომრჩეველმა. როგორც კანონმდებლობა ადგენს, მასში ამომრჩეველთა 3%-ზე მეტი არ შეიძლება იყოს შესული. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს. სწორედ ასე გააკეთა საოლქო საარჩევნო კომისიამ - მათ იმსჯელეს და ზედმეტი ხალხი - რაოდენობრივად 3%-ზე მეტი, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიიდან ამოიღეს. სწორედ ამ გადაწყვეტილების გაბათილებს ითხოვდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", - განმარტა ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ, ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქალაძემ .
საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარის თემები), კასპის (მეტეხის თემი), წყალტუბოს (სოფელ წყალტუბოს თემი), ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ ოლქებში - 45 საარჩევნო უბანზე ტარდება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54 314-ს შეადგენს.
შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია: №1 - თავისუფალი საქართველო; №5 - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; №33 - ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები; №24 - სახალხო ხელისუფლება; №41 - ქართული ოცნება; არჩევნებში ასევე მონაწილეობს ორი საინიციატივო ჯგუფის ორი კანდიდატი გარდაბანსა და ოზურგეთში.
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, შემდეგი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას:
გლდანი - ნინო ჯურხაძე (თავისუფალი საქართველო); ზურაბ კვანტალიანი (სახალხო ხელისუფლება); ბორია ფირცხელანი (ქართული ოცნება).
გარდაბანი (კალინინო) - დავით ხვისტანი (თავისუფალი საქართველო); ტოფიკ ახმედოვი (სახალხო ხელისუფლება); ფახრადინ შარიფოვი (ქართული ოცნება); ჯემალ მურადხანოვი (საინიციატივო ჯგუფი).
გარდაბანი (ყარაჯალალი) - ჯამილა გასანოვა (თავისუფალი საქართველო); ვიგარ მამედოვი (ქართული ოცნება).
კასპი (მეტეხის თემი) - ციცინო აბუაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); სოლომონ ტატანაშვილი (სახალხო ხელისუფლება); ალექსანდრე მერებაშვილი (ქართული ოცნება).
წყალტუბო (სოფელ წყალტუბოს თემი) - ბუხუტი ფირცხალავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ივანე როყვა (ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები); მურადი ზაქარიაძე (ქართული ოცნება).
ოზურგეთი - ვასილ ჩიგოგიძე (ქართული ოცნება); გრიგოლ კალანდარიშვილი (საინიციატივო ჯგუფი);
ოზურგეთი (დაბა ნასაკირალი) - ბესიკ ქათამაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ნონა ტუნაძე (ქართული ოცნება).
ხობი (ყულევის სოფელი) - ნოდარ კარტოზია (თავისუფალი საქართველო); კობა კაკულია (ქართული ოცნება).
ზუგდიდი (კორცხელის თემი) - თეონა ქარდავა (თავისუფალი საქართველო); ვარადებული ლაშხია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ამირან ლაგვილავა (ქართული ოცნება).