logo_geo
eng_logo
აჭარაში სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 170-მდე ადამიანი გადის
- +

7 იანვარი. 2019. 13:59

 

 

„აჭარაში სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 170-მდე ადამიანი გადის“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

 

მათი ინფორმაციით, უწყება იმ მოქალაქეებზე გასცემს ანტივირუსულ პრეპარატს, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ფორმა ნომერ ასს წარადგენენ.

 

ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში უახლოეს პოლიკლინიკებს დროულად მიმართონ.

 

შეგახსენებთ, რომ აჭარაში H1N1 ვირუსის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner