ავტორი თამუნა მარშანიშვილი
20 მაისს, უკვე 9 წელი გავიდა, რაც ცნობილი მწერალი და აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს. ტრადიცულად, ამ დღეს მელიქიშვილის გამზირზე, სადაც მკვლელობა მოხდა, იკრიბებიან ბატონი გურამის ოჯახის წევრები, ახლობლები, საზოგადო მოღვაწეები და უბრალოდ ადამიანები, რომლებიც პატივს მიაგებენ მის ხსოვნას.
,, ეს საქმე ბურუსით არის მოცული, იქიდან გამომდინარე, რომ ნამდვილი მკვლელი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. კარგი იქნება თუ ჩვენი სამართალდამცველები უფრო სიღრმისეულად გამოიძიებენ ამ საქმეს და რეალურ მკვლელსა და ამ მკვლელობის დამკვეთს სრული სიმკაცრით გაასამართლებენ". - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა.