logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია ენმ-ს: თქვენ არ იყავით ომი მოვიგეთო, კონცერტებს რომ ატარებდით რუსთაველზე?
- +

22 მაისი. 2016. 12:34


„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია FACEBOOK-ზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან გაპროტესტებას ეხმაურება:



ეს სამარცხვინოები ნახე რა დღეში არიან... ხურჩაში რომ ცხრილავდნენ ავტობუსებს სავსე მგზავრებით ისინი, ავტობუსებს ხურჩაში მუხებს რომ ესროდნენ და სპექტაკლებს რომ ატარებნენ... არ ამოიდგეს ენა. სულ ყოველთვის ფეხებზე გეკიდათ ახლგაზრდების სიცოცხლე, თქვენ არ იყავით ომი მოვიგეთო, კონცერტებს რომ ატარებდით რუსთაველზე? მაშინ ქუჩებში იხრწნებოდა ჩვენი ბიჭების გვამები... ხლა იქნებ რამეს გამორჩეთ?! სირცხვილის გრძნობა არასოდეს გქონდათ და არც ეხლა ველოდები სასწაულს. უსაშინლესი ტრაგედია დატრიალდა, ვიღაც ღორიშვილებმა, რუსეთიდან გამომძვრალებმა მოგვიკლეს ჩემი ტოლი ბიჭი, ორი შვილის მამა... პასუხს აგებენ აუცილებლად! დიახ აუცილებლად!", - წერს ცაგურია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner