წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „2 ნაბიჯი“ დააყაჩაღეს.
თავდამსხმელთაგან ერთი ცეცხლსასროლი იარაღით, მეორე კი დანით იყო შეიარაღებული. მაღაზიიდან 400 ლარამდე თანხაა წაღებული.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი.
მომხდარს შსს 179-ე მუხლით იძიებს.