მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, ჯიმ იონ კიმი, 6 წლის შემდეგ, დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.
პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 1 თებერვლიდან შევა.
სამხრეთ კორეაში დაბადებული ჯიმ იონ კიმი თანამდებობაზე 2022 წლამდე უნდა ყოფილიყო.
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ბანკის აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევნა შეასრულებს.