მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის რუსეთისგან გამოყოფის დოკუმენტს ხელი 5 იანვარს მოაწერა.
ამ საკითხზე ქართული ეკლესიის გადაწყვეტილება, რომელსაც პოლიტიკოსებიც ელოდებიან, წმინდა სინოდის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი.
ცნობილია, რომ ამ ეტაპზე, საპატრიარქოში აზრი ორად იყოფა.
მსოფლიო პატრიარქმა მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.