Charlie Hebdo-ს რედაქციაში მომხდარი ტერაქტიდან 4 წელი გავიდა.
დაღუპულების გასახსენებლად, გამოცემის ოფისთან, ტრადიციული სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე გაზეთის თანამშრომლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
2015 წლის 7 იანვარს ყოველკვირეული სატირული გამოცემის რედაქციაში დაჯგუფება ალ-ქაიდას 2 წევრი, ძმები – შარიფ და საიდ კუაშები შეიჭრნენ და 12 ადამიანი მოკლეს.
მოკლულთა შორის ცნობილი კარიკატურისტები იყვნენ.