logo_geo
eng_logo
ფოტოს დახედეთ! რუსთაველის თეატრია ეს! პასუხს მოგთხოვთ, გპირდებით!
- +

8 იანვარი. 2019. 03:16

 

პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი გუჯა შვანგირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს წელი თეატრზე საუბრით დავიწყე და თეატრზე საუბრით დავამთავრებ.

 

მაგრამ ამჯერად არაფერს ვიტყვი სასიამოვნოს.

 

დანიის სამეფო მართლაც საბოლოოდ დალპა, თუ ლპობამ ამ შენობაშიც შეაღწია.

 

დიახ, თეატრიც დაალპეს, თუ რუსთაველის თეატრის დარბაზშიც კი, იქ სადაც დიდი რეჟისორები და მსახიობები ეპოქალურ სპექტაკლებს ქმნიდნენ, ახლა დანა-ჩანგლის ფრიალია და პირში გაქანებული საკვების ღეჭვის ხმა.

 

ფოტოს დახედეთ. რუსთაველის თეატრია ეს და ერთ-ერთი ბანკის კორპორატივი.

 

იცით თუ არა თქვენ, რომ ასი წლის წინ ქართველი ხალხის მიერ შეგროვებული  თანხის მეშვეობით იქნა ეს შენობა შეძენილი, რომელიც შემდეგ ხალხმა თეატრალურ საზოგადოებას გადასცა. ახლაც ხალხის ხარჯზე არსებობს, მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული კაპიკებით გარემონტდა და იმისთვის, რომ დუქნად გადაქცეულიყო?

 

და ვისი, დიდი მარჯანიშვილის, ახმეტელის, თუმანიშვილის მიერ ნაფერები თეატრი? ან თუ იცით, რა მსახიობებს აქვთ აქ ნათამაშები? იცით, რა ნიჭით შექმნილი  დღესასწაულებიიყო აქ? 

 

საერთოდ გესმით, რა მნიშვნელობა აქვს ამ თეატრს ჩვენთვის?

 

რა, ბანკმა სხვა ფართი ვერ ნახა, რუსთაველის თეატრში რომ არ ემარიაჟათ მოწვეულ ფულის ტომრებს გაქონილი სახეებით? და კულტურის სამინისტრომ ამის ნებართვა  მისცა? და თეატრის ხელმძღვანელობამ?

 

და რა მიზანიც არ უნდა ჰქონოდა ამ ვახშამს, რა საქველმოქმედოც არ უნდა  ყოფილიყო, ესიყო ყველაზე უღირსი სპექტაკლი უღირსი პერსონაჟებით.

 

ბარემ ქორწილები გადაიხადეთ, ბარემ ქელეხიც...

 

თქვენ მალე თეატრიდან თეატრსაც გამოასვენებთ.

 

თქვენი სირცხვილია ეს!

 

და ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა და ამის გამო, სულ მალე, პასუხი მოგეთხოვებათ  ყველას, ვინც ქართული თეატრი ამ დღემდე მიიყვანეთ.

 

პასუხს მოგთხოვთ, გპირდებით!“ - წერს გუჯა შვანგირაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner