„მეგობრებო! საქართველოს პარლამენტი მორიგი დაკვეთის შესასრულებლად ემზადება! ამჯერად საქართველოში „იუვენალური იუსტიცია" შემოდის!!!" - „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:
„საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროეტი: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კანონპროექტის ინიციატორია: საქართველოს მთავრობა.
აღნიშნულმა კანონპროექტმა უკვე წარმატებით გაიარა განხილვები ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში.
კანონპროექტის მიხედვით:
1. სოციალურ მუშაკს ენიჭება უფლებამოსილება, რომ ბავშვი განაცალკევოს მოძალადე ოჯახის წევრისაგან.
2. კანონპროექტით ზუსტდება პოლიციის უფლებამოსილებები, რომლის თანახმად, პოლიცია ვალდებულია, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკევებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მიიღოს „იარაღის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებები.
ამ კანონის მიღების შემთხვევაში, გარდაუვალია ოჯახის ინსტიტუტში უხეში ჩარევა, ოჯახისთვის ბავშვის წართმევა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოძალადე მხოლოდ ერთი მშობელია. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, ბავშვის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს უგულებელყოფა! უგულებელყოფა კანონში განიმარტება როგორც - მშობლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა.
ძალადობა ბავშვზე, რა თქმა უნდა, მიუღებელია, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაიცავს ბავშვს ძალადობისგან, რომ არ მიმართოს უკიდურეს ფორმას - ბავშვის ბიოლოგიური ოჯახიდან წართმევას, რაც ბავშვისთვის არანაკლებად მატრამვირებელი ზემოქმედებაა.
იუვენალური იუსტიცია განსაკუთრებით წარმატებით მუშაობს სკანდინავიის ქვეყნებში, ასევე რუსეთსა და უკრაინაში. ამ კანონის მიხედვით, მრავალი სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გაუბედურდა შვილების ჩამორთმევით!" - ნათქვამია ზვდიატ ტომარაძის განცხადებაში.