ავტორი თამუნა მარშანიშვილი
გურამ შარაძის მკვლელობიდან, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე მოხდა, უკვე ცხრა წელი გავიდა. ტრადიციულად საზოგადოება 20 მაისს 19 საათზე იკრიბება, რათა გაიხსენონ მწერალი და პატივი მიაგონ მის ხსოვნას.
,, ძალიან დიდია ბატონი გურამის ღვაწლი საქართველოსთვის, მისი ისტორიისა და დღევანდელობისთვის. ღმერთმა ქნას უკანასკნელი იყოს ეს ამბავი, თუ როგორ ვკლავთ ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ ადამიანებს. გურამ შარაძე იყო, არის და იქნება დიდი ქართველი, რომელიც მუდამ ემახსოვრება მის ქვეყანას!". - განაცხადა ,,კულტურათა დიალოგ XXI"-ის დამფუძნებელმა მიხეილ ლოლაძემ