logo_geo
eng_logo
გორში სავარაუდოდ გრიპის გართულებით 22 წლის ქალი გარდაიცვალა
- +

8 იანვარი. 2019. 14:47

 

გორში სავარაუდოდ გრიპის გართულებით 22 წლის ქალი გარდაიცვალა.

 

შემთხვევა სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ მოხდა.

 

„გორმედის“ კლინიკური დირექტორის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, გარდაცვლილს სიმსივნე ჰქონდა გადატანილი და წარსულში რამდენჯერმე ნაოპერაციებიც იყო.

 

ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს H1N1 ტიპის ვირუსი, ლაბორატორიულად ჯერ დადასტურებული არ არის.

 

როგორც პირველ არხს „გორმედში” განუცხადეს, გრიპის გართულებული ფორმით მკურნალობას კლინიკაში კიდევ ორი მამაკაცი განაგრძობს და მათი მდგომარეობა მძიმეა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner