logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ფრაქციის ბოლო სხდომაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა ვინმეს გარიცხვაზე
- +

8 იანვარი. 2019. 19:15

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, გარიცხავენ თუ არა გუნდიდან ეკა ბესელიას, განაცხადა, რომ ფრაქციის ბოლო სხდომაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა ვინმეს გარიცხვაზე.

 

„იყო საუბარი იმაზე, რომ ერთი მხრივ, დაირღვა გუნდური თამაშის წესები, დაირღვა რეგლამენტი და გამოვნახეთ ყველაზე რბილი გზა იმ ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც იყო დაშვებული, მათ შორის, გედევან ფოფხაძის მიმართ. აქედან გამომდინარე, რაიმე სანქციაზე საუბარი არ ყოფილა. მსგავს საკითხებზე ვისაუბრებთ უმრავლესობის ფორმატში. ვერ დაგიანონსებთ, რომ აპრიორი, ვინმეს გარიცხვაზე იქნება საუბარი. ყოველთვის ვცდილობთ, რომ გუნდის თითოეულ წევრს მოვუფრთხილდეთ, რა გაურკვევლობაც უნდა იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner