logo_geo
eng_logo
12:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში 6000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
- +

22 მაისი. 2016. 12:30


ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდეს და აცხადებს, რომ თითოეული მათგანის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო ოლქების მიხედვით, ამომრჩეველთა შემდეგი აქტივობა ფიქსირდება: - გლდანი - 1 613 მისული ამომჩეველი (4,7%); გარდაბანი - 984 მისული ამომრჩეველი (13,8%); კასპი - 545 მისული ამომრჩეველი (20,3%); წყალტუბო - 1 051 მისული ამომრჩეველი (30,2%); ოზურგეთი - 1 254 მისული ამომრჩეველი (26,7%); ხობი - 54 მისული ამომრჩეველი (22,1%); ზუგდიდი - 503 მისული ამომრჩეველი (25,4%).



ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ არჩევნებს აკვირდება 19 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 292 დამკვირვებელი და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის 6 დამკვირვებელი. შუალედურ არჩევნებს 18 მედია ორგანიზაციის 300 წარმომადგენელი აშუქებს", - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქალაძემ.



საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარის თემები), კასპის (მეტეხის თემი), წყალტუბოს (სოფელ წყალტუბოს თემი), ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ ოლქებში - 45 საარჩევნო უბანზე ტარდება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54 314-ს შეადგენს.


შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია: №1 - თავისუფალი საქართველო; №5 - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; №33 - ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები; №24 - სახალხო ხელისუფლება; №41 - ქართული ოცნება; არჩევნებში ასევე მონაწილეობს ორი საინიციატივო ჯგუფის ორი კანდიდატი გარდაბანსა და ოზურგეთში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner