logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: მზად ვარ წავიდე სახლში, წავიდე პოლიტიკიდან…
- +

8 იანვარი. 2019. 20:34

„მზად ვარ წავიდე სახლში, წავიდე პოლიტიკიდან, თუ ეს არ გაამრუდებს სამართლიანობისთვის ბრძოლის იდეას“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში განაცხადა.

 

ამასთან, ბესელიამ ისიც აღნიშნა, რომ  ვინც კაბინეტით ზომავს და მლიქვნელობით გამოხატავს ერთგულებას, მას თანაგუნდელად ვერ მიიჩნევს.

 

„ვთქვი, რომ მზად ვარ წავიდე სახლში, წავიდე პოლიტიკიდან, თუ ეს არ გაამრუდებს სამართლიანობისთვის ბრძოლის იდეას და კომიტეტს არ დავტოვებთ მაგალითად, ზარდიაშვილის ხელში. როცა საუბარია ძველების და ახლების დაპირისპირებაზე, ეს ასე არაა, რეალურად, ეს არის ფასეულობათა და ღირებულებათა წინააღმდეგობა. ვინც კაბინეტით ზომავს და მლიქვნელობით გამოხატავს თავის ერთგულებას, მე ვერ ჩავთვლი, რომ ის ჩემი თანაგუნდელია”,- განაცხადა ეკა ბესელიამ დიანა ტრაპაიძესთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner