logo_geo
eng_logo
რკო? რა რკო?!
- +

8 იანვარი. 2019. 21:38

 

მაღაზიაში რაღაცები ვიყიდე და გამყიდველი მეკითხება, რკო არ გინდაო?

 

ეს არაა ალბათ სასაცილო მათთვის, ვინც ლაივში არ მიცნობს და ჩემი სახის გამომეტყველება არ უნახავს ტრიდეში:

 

- რა არ მინდა?

- რკო.

- რკო?

- ხო, რკო, ნუ...

- რა რკო?

- რკო არ იცი, რა არის?

- რკო?

- ჰო, რკო.

- რკო კი ვიცი. შევარდნაძის დროს ვსვამდი რკოს ყავას.

- რკოს ყავას (ახალგაზრდაა გამყიდველი)?

- ჰო, რკოს ყავას.

- თუ რკო იყო, ყავა როგორღა იყო?

- რავი, ეგრე ვეძახდით. დაფქვილი რკო იყო.

- ჰოდა, ეხლა სუფრისთვის წაიღე.

- სუფრისთვის?

- ჰო, ღორის წელი მოდის და რკო უნდა გქონდეს სუფრაზე.

- მართლა იყიდება რკო?

- აი.

 

და რკოთი სავსე შუშის ლარნაკს მაჩვენებს.

 

ვიცინი:

 

- და ხალხი მართლა ყიდულობს?

- ყიდულობს კი არა, რო შემოდიან, პირველად მაგას კითხულობენ.

- რა ძაან გამოთაყვანდა ერი (ნუ ჩემი ქრონიკული ფრაზაა).

- ეგ კი... - იცინის ახალგაზრდა გამყიდველი.

 

ავტორი: ევანგელინა

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner