logo_geo
eng_logo
ზაზა კოლელიშვილი "ნაციონალებს" კანონიერი ქურდი ჰგონიათ
- +

8 იანვარი. 2019. 23:12

 

აგერ, მიიწურა 2018 წელიც. ეს წელიწადი გამორჩეული გახლდათ "ნაციონალების" "გენიოსობით". რაც მაგათ ფილოსოფიური აზრები აფრქვიეს და საზოგადოება გააოცეს, ვინ მოთვლის, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერი მაინც გამორჩეული იყო. მათ გამონათქვამებს უნდა ვუწოდოთ წლის საუკეთესო ხოხმები.

 

რატომ ჰგონიათ ზაზა კოლელიშვილი "ნაციონალებს" კანონიერი ქურდი?

 

მოკლედ, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეა, 16 დეკემბერი, თელავში დიდ სტუმრიანობას ველოდებით. "ნაციონალებიც" დაიძრნენ რამდენიმე მანქანითა და დროშების ფრიალით. წინა დღეს აცხადებდნენ 800 მანქანით მივდივართო, მაგრამ ესეც ისეთივე ბლეფი აღმოჩნდა, როგორც ამბავი 800 ათასი მხარდამჭერისა. მივიდნენ ველისციხემდე და ლიანდაგზე გაიჭედნენ, იქით აღარ გაუშვეს გახარიას ბიჭებმა. ამავე დროს ველისციხეში მოხვდა მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, ისიც თელავისკენ მიეშურებოდა. გააჩერეს "ნაცებმა" - სად მიდიხარ, შენი ასე და ისეო? ვა, რა გინდათ, ბიჭებოო? იკითხა ამან, რომელსაც ორი ძმაკაციც ახლდა. რა გვინდა და შენი დრო მოვიდა, შე ასეთო და ისეთოო. რა ჩემი დრო, რეებს ბოდავთ, თქვე კეთილ... შობილებოო? შენ ქურდი მურტალო არა ხარ, სამშობლოს და მომავალ თაობას რო ანაგვიანებო? ჩამოდი, სად მიეთრევი, სალომე უნდა "გააპრავოო"?! ზაზა მიხვდა, რაშიც იყო, დაიწყო ახსნა, ქურდი არა ვარ, მსახიობი ვარო. იმათ, იმ "ანგელოზმა" "ნაცებმა" არ დაიხიეს უკან, აღარც ამათ დაუთმეს და ატყდა ჩხუბი. როგორც ჩვენი იურისტები იტყვიან, შედეგად, ყველა დაშავდა, კოლელიშვილს თითი აქვს მოტეხილი, სხვებს კიდევ ახლაც ეტყობათ ნაკაწრები. ესენი ძლივს გაეშვნენ, "ჩერეზ" ველისციხე გაქუსლეს თელავისკენ. ზაზა კოლელიშვილმა არ დაიზარა, მეორე დღეს ისევ ეწვია ველისციხეს, მოძებნა ძაან "განათლებული" ტიპები, დასხა და "გაურჩია" საქმე - ხალხო, მე მურტალო კი არა ვარ, მსახიობი ვარ, უბრალოდ ქურდის როლი შევასრულე ფილმ "კუკარაჩაშიო". ველისციხელებმაც კვერი დაუკრეს, ტიპებს აუხსნეს, ეს კაცი მართალიაო. ამათ თავები ჩაღუნეს, არ ვიცოდითო, ჩვენ ქურდი გვეგონაო, ეხლა აქედან იგრე ვერ გაგიშვებთ, უნდა დავლიოთო. დასხდნენ, იქეიფეს, ჭიქა ასწიეს, ერთმანეთიც გადაკოცნეს, მაგრამ ველისციხელი "ნაციონალები" ბოლომდე მაინც არ არიან დარწმუნებულნი, რომ ეს კაცი კანონიერი ქურდი არ არი.

 

***

 

ვიცი, დაგებადებათ კითხვა: დავიჯეროთ, მართლა არსებობენ ასეთი დეგენერატები საქართველოში, ზაზა კოლელიშვილის შესახებ რომ არ იციან? იმ ქვეყანაში, სადაც ბევრმა ილია ჭავჭავაძის შესახებ არაფერი იცის, ეს ამბავი არ უნდა გაგიკვირდეთ!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner