logo_geo
eng_logo
8 იანვრიდან დაჯარიმდებიან დაწესებულებები, რომლის შიდა სივრცეშიც ცარიელი საფერფლე დაფიქსირდება
- +

9 იანვარი. 2019. 02:25

8 იანვრიდან ჯარიმა დაეკისრება იმ დაწესებულებებსაც, რომლის შიდა სივრცეებშიც ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. აქამდე ჯარიმდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ საფერფლეში ფერფლი ან სიგარეტის ნამწვი აღმოჩნდებოდა.

 

დღეიდან ძალაში შედის კანონის ის მუხლიც, რომელიც ასევე, საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური, მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს - ამის შესახებ განცხადებას „თამბაქოს კონტროლის ალიანსი" ავრცელებს.

 

„სამწუხაროდ, ასევე ძალაში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, სლოტ-კლუბების გარკვეულ ნაწილში, სადაც ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარის ოდენობით აქვთ გადახდილი და 20 სათამაშო აპარატი ან მეტი უდგათ, მოწევა დაიშვება. თამბაქოს კონტროლის ალიანსი კიდევ ერთხელ აპროტესტებს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და ვაცხადებთ, რომ 2019 წელს ვიბრძოლებთ ყველა დახურულ სივრცეში მოწევის ასაკრძალად, რათა არ არსებობდეს გამონაკლისი“, - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner