რუსთავში, ლეონიძის სკვერში განთავსებულ „საახალწლო სოფელში“ ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
მისი ინფორმაციით, ხანძრის დროს ერთი ხის კოტეჯი დაიწვა. კოტეჯი ცარიელი იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხანძარი ლიკვიდირებულია.