„ვაშინგტონი უახლოეს მომავალში ირანზე დიპლომატიურ და ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მაიკ პომპეოს განცხადებით, ზეწოლა უახლოეს მომავალში გაძლიერდება.
„უახლოეს დღეებსა და კვირებში ჩვენ გავაძლიერებთ არამხოლოდ დიპლომატიას, არამედ ვაჭრობის საკითხში ზეწოლასაც, რათა მივაღწიოთ იმას, რაც მაისში გადავწყვიტეთ“, – განაცხადა აშშ-ის პირველმა დიპლომატმა იორდანიაში ვიზიტის დროს.
2018 წლის მაისში დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. ისტორიული დოკუმენტიდან გამოთიშვის შემდეგ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციები განაახლა.