logo_geo
eng_logo
საქართველო-სომხეთის საზღვრის ნინოწმინდის მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
- +

9 იანვარი. 2019. 10:22

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საქართველო-სომხეთის საზღვრის ნინოწმინდის მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

 

მათივე ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარი, ნამქერები, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას საავტომობილო გზის კმ90-კმ 112 მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner