„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარტია „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ-მილიონი ლარი დაერიცხათ“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განუცხადა.
„საარჩევნო სუბიექტებს უკვე დაერიცხათ საარჩევნო კამპანიის ხარჯების თანხა, რომელიც გადაეცემა იმ კანდიდატს, ვინც არანაკლებ ხმების 10%-ისა მიიღო. შესაბამისად, თანხები გადაეცათ სალომე ზურაბიშვილს, „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, - განმარტა ანა მიქელაძემ.