logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: აცრა დღესაც შესაძლებელია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ...
- +

9 იანვარი. 2019. 12:05

 

„აცრების გაკეთება დღესაც შესაძლებელია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ვინც დღეს აიცრება, ორი კვირა იმუნიტეტი არ ექნება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

შესაბამისად, ამ ორ კვირაში ავად თუ გახდებით, არ უნდა თქვათ, რომ ეს აცრის გამო მოხდა. სააფთიაქო კომერციულ ქსელებში დღესაც შესაძლებელია აცრა. ვინც გრიპის ვირუსს გადაიტანს, ამავე ვირუსზე მყარი იმუნიტეტი რჩება, ანუ ვირუსის ის ვარიანტი პაციენტს აღარ დაემართება, შესაძლოა, სხვა ვარიანტი შეხვდეს“, – განაცხადა იმნაძემ.

 

ამასთან, მისი ინფორმაციით, ამერიკაში წელიწადში 160 მლნ ადამიანი  იცრება, თუმცა გრიპის ვირუსი მაინც ვრცელდება.

 

„სხვა აცრებისგან განსხვავებით, გრიპის აცრა დაავადებისგან  აბსოლუტურად არ იცავს, აცრილების დაახლოებით 30 პროცენტი შესაძლოა, გახდეს ავად, მაგრამ აცრა მძიმე გართულებებისგან იცავს“, – განაცხადა იმნაძემ.

 

შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის განმარტებით, ამიტომაც არის რეკომენდაცია რისკის ჯგუფების მიმართ, აიცრან, რომ შემთხვევა ფატალურად არ დასრულდეს.

 

„აცრა მძიმე გართულებებისგან ძალიან ეფექტურად იცავს“, – განუცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner