logo_geo
eng_logo
კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთს სპეციალისტები დღეს მოინახულებენ
- +

9 იანვარი. 2019. 12:06

 

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა, შეზღუდვა ინტენსიურ თოვასა და ზვავსაშიშროებას უკავშირდება.

 

ასევე  ძლიერი ქარისა და ნამქერების გამო, ახალციხე-ნინოწმინდის  სომხეთის  საზღვართან და ახალქალაქი-კარწახის თურქეთის რესპუბლიკის საზღვართან,  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის  მოძრაობა თავისუფალია.

 

თუ როდის გაიხსნება საავტომობილო მოძრაობა, კობი-გუდაურის მონაკვეთზე, გადაწყვეტილებას სპეციალისტები მიიღებენ, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ადგილზე დღეს ჩავლენ. 

 

რაც შეეხება მოსალოდნელ ამინდს, სინოპტიკოსების პროგნოზით შენარჩუნდება ნალექი წვიმის სახით. დედაქალაქში კი , 1-დან 6 გრადუსამდე ტემპერატურას ვარაუდობენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner