logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია სერგო მეთოფიშვილზე: უმჯობესია, მართლმსაჯულებას მოახმაროს ეს დრო, რასაც პოლიტიკურ დებატებს უთმობს
- +

9 იანვარი. 2019. 17:01

 

 

სერგო მეთოფიშვილს ვურჩევ, კონსტიტუციის იმ მუხლს ჩახედოს, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2024 წლამდე შეუძლია, - ამ განცხადებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია საბჭოს მოსამართლე წევრს სერგო მეთოფიშვილს ეხმაურება.

 

ბესელია ასევე აღნიშნავს, რომ მეთოფიშვილი პოლიტიკურ პროცესში ღიად ერევა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და საკანონმდებლო ორგანოს წევრს უპატივცემულოდ მიმართავს.

 

დეპუტატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელს შეახსენებს, რომ „კონსტიტუციის დაცვა მოსამართლეს ავალებს დაიცვას ხელისუფლების დანაწილების პრინციპი“.

 

ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს გაახსენდება, რომ დეპუტატების მიმართ ასეთი ფორმით საუბარი მოსამართლის მხრიდან ინსტიტუციის უპატივცემულობაცაა, იქამდე მე ვურჩევ კონსტიტუციის იმ მუხლს ჩახედოს ბატონმა მეთოფიშვილმა, სადაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადება 2024 წლამდე შეუძლია საბჭოს. ეს ვენეციის კომისიამ მოიწონა და როცა ამ კომისიას ახსენებს, იქვე ესეც უნდა გაიხსენოს. სწორედ რეფორმის გაგრძელების შემდეგ უნდა მომხდარიყო უვადოდ დანიშვნების დაწყება საბჭოს მხრიდან. რეფორმა, რაც ჩვენ დავიწყეთ ეხებოდა მათ შორის საბჭოს საქმიანობას და იუსტიციის უმაღლეს სკოლას. ამ რეფორმის დასრულებადე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა იუსტიციის საბჭოს მხრიდან რეფორმას ეწინააღმეგება და აზრს უკარგავს. სხვათაშორის, ამავე დასკვნაში ვენეციის კომისიამ ისიც აღნიშნა, რომ მოსამართლეთა კანდიდატების დასახელება როგორც საბჭოს, ასევე პრეზიდენტსაც რომ შეეძლოს კარგი იქნებაო. ესეც წერია იმ დასკვნაში სხვა ბევრ რამესთან ერთად! ბატონ მეთოფიშვილს მოსამართლის მანტია აცვია და მართლმსაჯულებას მოახმაროს ეს დრო, რასაც პოლიტიკურ დებატებს უთმობს უმჯობესია. სასამართლოში საქმის განხილვის ვადების დაუცველობა უდროობის მომიზეზებით ერთ-ერთი უსერიოზულესი პრობლემაა დღეს სასამართლო სისტემაში. ამის გამო უკმაყოფილოა ყველა!“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ეკა ბესელიამ.

 

იგი კვლავ ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პარლამენტიდან გასაწვევია.

 

პარლამენტი სასამართლოს ფილიალი არაა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და ვიწრო ჯგუფის დავალებებს არ შეასრულებს, ჩვენ ხალხის დავალების შესასრულებლად მოგვცეს მანდატი, ამ სიის მხარდაჭერა არაა ჩვენი ხალხის სურვილი!,“ - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

 

სერგო მეთოფიშვილმა „სასაცილო“ უწოდა ლევან კობერიძის განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის შესახებ და მას კონსტიტუციის წაკითხვა ურჩია. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უსაფუძვლოს უწოდებს არასამთავრობო სექტორის მოთხოვნას პარლამენტის მიერ მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სერგო მეთოფიშვილმა განუცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ უზენაესი სასამარლოს მოსამართლეები არჩეულნი იყვნენ სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ხოლო მესამე სექტორის მოთხოვნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციას ეწინააღმდეგება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner