„ქართული ოცნების" წყალტუბოს რაიონულ ორგანიზაციის თავმჯდომარის, ცოტნე ზურაბიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ხელოვნურად ცდილობს სიტუაციის დაძაბვას, რეალურად კი თავად ეწევიან უბნებზე აგიტაციას.
„მოვუწოდებ "ნაციონალურ მოძრაობას", შეწყვიტოს დადგმული პროვოკაცია და ხელი არ შეუშალოს არჩევნების მშვიდობიან პროცესს. მათი წარმომადგენლები ყველა უბანთან დგანან და აგიტაციას ეწევიან. არავინ არავის ფულს არ უხდის. ეს არის სიცრუე", - განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა იმ განცხადებების საპასუხოდ, რომლის თანახმადაც, "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველს არჩევნების მონაწილეობის სანაცვლოდ თანხა დაგაუხადა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ წყალტუბოში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ამომრჩევლებს ვიდეოკამერით აფიქსირებენ.
დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.