დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ხვალიდან „ტამიფლუს“ მარაგების შევსება დაიწყება როგორც აფთიაქებში, ისე ჯანდაცვის სამინისტროში.
მისივე თქმით, თუ პირბადეების დეფიციტი შეიქმნება, ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს თავისი მარაგებიდან დაეხმარება.
„ტამიფლუზე“ ვადასტურებთ, რომ მარაგები საკმარისია და უფრო მეტიც, დღეს, ხვალ დაიწყება ახალი პარტიის შემოსვლა და როგორც აფთიაქები, ისე ჯანდაცვის სამინისტრო შეავსებენ თავის მარაგებს. ამის არანაირი პრობლემა არ არის. რაც შეეხება პირბადებს, ალბათ აფთიაქებმა თავად უნდა იზრუნონ, რომ მარაგები შეავსონ, მაგრამ თუკი ჩვენ დეფიციტი დავინახეთ, ისევე როგორც „ტამიფლუს“ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან დავეხმარებით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.