logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აეროპორტის მშენებლობა იგეგმება
- +

9 იანვარი. 2019. 17:54

 

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აეროპორტის მშენებლობას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „Слово“ ავრცელებს.

 

სტატიაში ნათქვამია, რომ ოკუპირებული ცხინვალის სიახლოვეს, პირველი აეროპორტი აშენდება. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი. ასაფრენი ბილიკი 3600 მეტრის სიგრძის იქნება. აეროპორტი მიიღებს, როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო თვითმფრინავებსაც.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner