სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ ავტოსადგომზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტერიტორია უკვე დატოვეს სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა და ამ ეტაპზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
„თბილისი მოლის“ ავტოსადგომის მეორე სართულზე ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილის ძრავში გაჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია პოლიციის ყვითელი ლენტებით.