logo_geo
eng_logo
„თბილისი მოლის“ ავტოსადგომზე ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

9 იანვარი. 2019. 18:36

 

სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ ავტოსადგომზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ტერიტორია უკვე დატოვეს სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა და ამ ეტაპზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

 

„თბილისი მოლის“ ავტოსადგომის მეორე სართულზე ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ავტომობილის ძრავში გაჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია პოლიციის ყვითელი ლენტებით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner