logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: თუ საჭირო იქნება ცვლილებები, უკან არც ამაზეც დავიხევთ!
- +

9 იანვარი. 2019. 21:39

 

 

„ლოგიკისგან შორსაა, თუ  რატომ მოხდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა პროცედურული და პარტიული  შეთანხმებული წესების დარღვევით, არც პარტიის თავმჯდომარეს, რომელსაც ეხლახანს ვესაუბრე და არც მე ამაზე პასუხი არ გაგვაჩნია“ - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სლპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

 

მისი თქმით, დაპირისპირების არანაირი  წინაპირობა არ არსებობდა, ამდენად, სკანდალური ამაში არაფერია.

 

„რყევის, გაურკვევლობის და დაპირისპირების არანაირი  წინაპირობა არ არსებობდა, ასე რომ სკანდალური ამაში არაფერი არ არის. განხილვა მიმდინარეობს, კონსტიტუციური მოთხოვნა არსებობს, კანონები არსებობს, რომლის მიხედვითაც ვმსჯელობთ და ვიხილავთ. თუ საჭირო იქნება ცვლილებები, უკან არც ამაზეც  დავიხევთ.“

 

ვოლსკისთვის ასევე გაუგებარია  ეკა ბესელიას განცხადება იმის თაობაზე, რომ დეპუტატთა ნაწილი მოსამართლეთა დანიშვნის დაჩქარებული წესით განხილვის მომხრე იყო. 

 

„მრავალწლიანი ურთიერთობების შემდეგ,  ჩემთვის გაუგებარია რატომ. ვიღაცას რომც სდომოდა ამის დაჩქარებული განხილვა, ზუსტად უნდა სცოდნოდა ეკასაც და სხვებსაც, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა. მითუმეტეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ საკმაოდ მკაფიო განცხადება გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არავითარი დაჩქარებული განხილვა ამ საკითხს არ ეკუთვნის და არც შეიძლება იყოს რადგან, ლოგიკასაც დაუკვირდით, არათუ საჭირო არ არის, არამედ არარეალისტურია და ვიღაცას ამის სურვილიც რომ ჰქონოდა,   ვერ მოხდებოდა. საერთოდ გაუგებარია ამ საკითხის შესაჩერებლად იქ გადადგომის თემის შემოტანა, რამაც გარკვეული სტრესი გამოიწვია საზოგადოებაში. ნიუსების სათავეში გავიდა ეს თემა, როცა შეიძლებოდა ამ საკითხზე ძალიან ინტენსიურად და საკმაოდ გამჭვირვალედაც გვემსჯელა გუნდში. ჩემი პირადი პოზიცია ამ შემთხვევაში არანაირად არ განსხვავდება იმისაგან, რაც ვთქვი და რაზეც თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება - არ შეიძლება ამ საკითხის სწრაფად და ნაუცბადევად განხილვა“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

 

მისი თქმით, საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე კიდევ ერთი თვეა და თუ ეს საკმარისი არ იქნება პოზიციების ჩამოსაყალიბებლად, შემდეგი თვეც ამ წლისაა.

 

„თუ ეს ერთი თვე არ იქნება საკმარისი, რომ პოზიციებზე ჩამოვყალიბდეთ, შემდეგი თვეც ამ წლის არის და რამდენიც საჭირო იქნება, სანამ არ მივალთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი და კარგი“.

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ურჩევს მისი გუნდის და პარლამენტის წევრებსაც ნუ გააკეთებენ ისეთ ხმამაღალ განცხადებებს, რომელმაც შეიძლება დისონანსი  და გაურკვევლობა შეიტანოს საზოგადოებაში.

 

„მიღებული იქნება გადაწყვეტილება, პროფესიონალური, სამართლიანი და ზუსტად ისეთი, როგორიც  ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ეს არის მთავარი, რა დროც არ უნდა  დასჭირდეს ამ გადაწყვეტილების მიღებას. სპეკულაცია თემით, არ არის სწორი, მაშინ, როდესაც საკმაო ფორმატიც გაგვაჩნია, დროც და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არ დარჩეს რაიმე კითხვის ნიშანი. თუ კითხვის ნიშნები არსებობს, ძალიან ვთხოვ ყველას, გასცეს ამ კითხვებს შესაბამისი პასუხები“ - განაცხადა ვოლსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner