logo_geo
eng_logo
ზუგდიდის „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუის მოპარვაში ბრალდებული დააკავეს
- +

9 იანვარი. 2019. 22:28

 

 

ზუგდიდის „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუის მოპარვაში ბრალდებული დააკავეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

 

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

„შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო-სამძებრო სამუშაოების შედეგად დააკავეს ქურდობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი.

 

მამაკაცს ბრალად ედება ზუგდიდის ცენტრში, „მაკდონალდსის” ტერიტორიიდან სათამაშო თოვლის ბაბუას მოპარვა. მის წინააღმდეგ საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

 

ზუგდიდში „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუა წუხელ, გვიან ღამით მოიპარეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner