კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას შორის შელაპარაკება მოხდა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
მოსახლეობის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ხალხთან შეხვედრისა და გასაუბრების მორალური უფლება არ აქვს.
დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.