logo_geo
eng_logo
კორცხელში ადგილობრივებსა და ნიკა მელიას შორის შელაპარაკება მოხდა
- +

22 მაისი. 2016. 14:26


კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას შორის შელაპარაკება მოხდა.



ადგილობრივმა მოსახლეობამ ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. 



მოსახლეობის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ხალხთან შეხვედრისა და გასაუბრების მორალური უფლება არ აქვს.



დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner