logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კაჭრეთში სემინარზე მენეჯმენტისა და კოორდინაციის გაუმჯობესების თემებს გავდივართ
- +

9 იანვარი. 2019. 23:27

 

 

„კაჭრეთში სემინარზე მენეჯმენტისა და კოორდინაციის გაუმჯობესების თემებს გავდივართ“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ განუცხადა, სადაც მეორე დღეა, მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

 

„პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც დაკავშირებულია საპარლამენტო რესპუბლიკასთან, ახალია ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია სემინარი, რომელიც აქ იმართება და რომელშიც ჩართულია არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ჩართული არიან უცხოელი კონსულტანტები.

 

ჩვენ გავდივართ მენეჯმენტის თემებს, კოორდინაციის გაუმჯობესებას. ვფიქრობ, ახალი რეალობის პირობებში ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ მენეჯმენტი გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ამასთან, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე, კონკრეტულ პერსონებზე საუბარი ნაადრევია.

 

„როცა საუბარია იმაზე, რომ კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ, ეს ჯერ ძალიან ადრე და ძალიან არასწორია. ამბის ინტერპრეტირება არ უნდა მოხდეს და მთავარი ის არის, რომ ჩვენ, პარლამენტმა ავიღეთ გარკვეული დრო, მინიმუმ ერთი თვე იმისთვის, რომ საგაზაფხულო სესიებამდე ვიმსჯელოთ, კრიტერიუმები არის თუ არა გასაწერი იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების წარმოდგენას ეხება პარლამენტის წინაშე. ამ კრიტერიუმების გაწერის შემდეგ ან მის გარეშე პარლამენტი იმსჯელებს, რამდენად მისაღებია კონკრეტული პერსონა. ჯერ ჩვენ სხვა საკითხი გვიდგას დღის წესრიგში და ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ ინდივიდუალურ შეფასებაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner