„შეხვედრა კაჭრეთში არის აქტივობების სინქრონიზაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის“, – ამის შესახებ საპარლამენტო ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ განუცხადა, სადაც მეორე დღეა, მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
„რაღაც პერიოდულობით, ალბათ ორ თვეში ერთხელ, ჩვენ სულ გვაქვს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ გუნდს შეხვედრები. უფრო ხშირად, ეს თბილისში პარტიის ოფისში ტარდება, თუმცა ზოგჯერ არის გასვლითი შეხვედრები, როგორც ახლა.
გასვლითი შეხვედრის უპირატესობა ის არის, რომ ბევრ საკითხზე შეიძლება კონცენტრირება და ძირითადად, ერთი სათაურით შემიძლია დავახასიათო ამ შეხვედრის დღის წესრიგი – ეს არის აქტივობების სინქრონიზაცია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის“, – აცხადებს დავით სერგეენკო.