logo_geo
eng_logo
ტოჩინოშინი ტრავმირებულია
- +

10 იანვარი. 2019. 00:27

 

ლევან გორგაძემ შესაძლოა წლის პირველი სუპერტურნირი გამოტოვოს. 13 იანვარს ტოკიოში ჰაცუ ბაშო იწყება, თუმცა მიიღებს თუ არა მონაწილეობას შეჯიბრში ქართველი მებრძოლი ჯერ გადაწყვეტილი არაა.

 

ტოჩინოშინმა მოსამზადებელ ეტაპზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა და არის ალბათობა რომ ქართველმა ოძეკიმ ის ტურნირი გამოტოვოს, რომელიც 2018 წელს ტრიუმფით დაასრულა და იმპერატორის თასი ისტორიაში პირველად მოიგო.

 

საბოლოო გადაწყვეტილება ბაშოს დაწყების წინა დღეს გახდება ცნობილი. თუ ლევან გორგაძემ ტურნირი გამოტოვა, მას ავტომატურად მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) დაუფიქსირდება და შემდეგ ბაშოზე, რომელიც მარტში ჩატარდება, ქართველ მებრძოლს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მინიმუმ რვა გამარჯვება დასჭირდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner