logo_geo
eng_logo
პროგრამა „INOGATE“-ის ფარგლებში ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკური დიალოგი გაიმართა
- +

25 თებერვალი. 2016. 11:44


სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის პროგრამა „INOGATE"-ის ფარგლებში ენერგეტიკული საკითხებისადმი მიძღვნილი პოლიტიკურ დიალოგი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა,    ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში  იანოშ ჰერმანმა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უფროსმა იანეს კოპაჩმა. დიალოგში ასევე, მონაწილეობენ პროგრამა „INOGATE"-ის ექსპერტები, ენერგეტიკული კომპანიების, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.



შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, პროგრამა „INOGATE"-ისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ არის ორგანიზებული და მის   ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების მიმოხილვა.



მოწვეული უცხოელი და ქართველი ექსპერტები ასევე ისაუბრებენ  ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ქართულ მხარეს გაუზიარებენ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას. ასევე გაიმართება დისკუსია  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების თაობაზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner