logo_geo
eng_logo
კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
- +

22 მაისი. 2016. 14:27


კორცხელის #:53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის ჩხუბში სპორტსმენებიც იყვნენ ჩართული და გამოყენებული იყო ხელკეტები.



სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ. დაშავებულია „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია და თენგიზ გუნავა, ასევე, „ქართული ოცნების" მხარდამჭერები და აქტივისტები. „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლება ამ გზით უსწორდება ოპოზიციას, რადგან არჩევნებს აგებს.



სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია კი, არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიიყვანა უბანზე სპორტსმენები. მისი თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. ასევე, ხელი დაარტყეს მედიის წარმომადგენლებს.

ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner