logo_geo
eng_logo
თბილისში დაუდგენელი ვირუსით 22 წლის ქალი გარდაიცვალა
- +

10 იანვარი. 2019. 03:18

 

 

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

 

არსებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდას ბაქტერიული ინფექცია ჰქონდა, თუმცა ლაბორატორიული ანალიზი H1N1 ვირუსზეც ჩატარდება. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზებზე კლინიკაში კომენტარს ჯერ აკეთებენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner