logo_geo
eng_logo
იტალიის პოლიციამ ქურდობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა
- +

10 იანვარი. 2019. 03:45

 

 

იტალიის პოლიციამ ქურდობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 25 წლის გ.წ. ქალაქ ბარიში დააკავეს.

 

პოლიციის ცნობით, დაკავებული 2014 წლიდან იძებნებოდა. მას ბრალად ედება სახლების გაქურდვა.

 

როგორც მოგვიანებით გამომძიებლებმა დაადგინეს, დაკავებულმა მიმალვის მიზნით გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა. მისი იდენტიფიცირება ექსპერტიზის შედეგად მოხერხდა. ამჟამად დაკავებული ბარის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner