logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა დემოკრატებთან მოლაპარაკებები დატოვა
- +

10 იანვარი. 2019. 03:51

 

დონალდ ტრამპმა დემოკრატებთან მოლაპარაკებები დატოვა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ის გვერდზე თავად დაწერა.

 

როგორც ტრამპი წერს, მან ოპონენტებს 30 დღით მთავრობის დაფინანსების განახლება შესთავაზა, სანაცვლოდ კი მექსიკის საზღვარზე კედლის ან მეტალის ბარიერის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფა მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო.

 

„ახლახან დავტოვე მოლაპარაკებების ოთახი ჩაკ შუმერთან და ნენსი პელოსისთან. მიმაჩნია, რომ ეს დროის ფუჭად ხარჯვაა. მე ვკითხე, რა მოხდება, თუ 30 დღით მთავრობის დაფინანსება აღდგება? მაშინ მზად ხართ, დაამტკიცოთ საზღვრის უსაფრთხოებისთვის საჭირო ზომები, რაც კედლის ან მეტალის ბარიერის მშენებლობას ითვალისწინებს? ნენსიმ თქვა არა! მაშინ ნახვამდის, სხვა არაფერი გაჭრის” – წერს ტრამპი მიკრობლოგში.

 

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტისა და დემოკრატების დავის გამო, აშშ-ის სამთავრობო უწყებების დიდი ნაწილი 18 დღეა, დაფინანსების გარეშეა დარჩენილი. ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან ხუთი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რასაც დემოკრატები არ თანხმდებიან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner